სხირტლაძე სლოვაკეთის ჩემპიონში _ ახალი გუნდი და ახალი გამოწვევები
Aa
Aa

სხირტლაძე სლოვაკეთის ჩემპიონში _ ახალი გუნდი და ახალი გამოწვევები

დანიური "სილკებორგი" ქართველმა ფორვარდმა დავით სხირტლაძემ დატოვა.  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კანდიდატი კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონ ტრნავას "სპარტაკში" გააგრძელებს, სადაც კიდევ ერთი ქართველი შემტევი ვახტანგ ჭანტურიშვილი ირიცხება. ინფორმაციას სლოვაკური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. სხირტლაძემ crystalsport_თან საუბარში აღნიშნა, რომ ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.                                                                                                                                                                                                                                                                                                           

დავით სხირტლაძემ გასული სეზონი "სილკებორგში" გაატარა, რომელიც სუპერლიგიდან პირველ დივიზიონში გავარდა. გასულ სეზონში სხირტლაძემ სუპერლიგაში 6 გოლი შეაგდო. გარდა ამისა მისი კარგი თამაშის დახმარებით "სილკებორგმა" ისტორიული შედეგი გაიმეორა და დანიის თასის ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში სხირტლაძემ "ბრონდბიუს" გაუტანა, თუმცა შემდეგ ქართველის გუნდმა 3 გოლი გაუშვა და თასი ფავორიტს დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები