საუკეთესო მაჩვენებელი ტოპ 5 ჩემპიონატში - მესის მორიგი რეკორდი
Aa
Aa

საუკეთესო მაჩვენებელი ტოპ 5 ჩემპიონატში - მესის მორიგი რეკორდი

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-3 ტურში დებიუტანტ „უესკას“ უმასპინძლა და 8:2 გაანადგურა.

„ბლაუგრანას“ ათიანმა ლეო მესიმ შეხვედრაში დუბლი მიითვალა და პლუს ორი საგოლე გადაცემაც გააკეთა, რის შემდეგაც ისტორიული შედეგი დააფიქსირა.

მესის „ბარსას“ მაისურით კარიერაში 150 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, რაც ევროპის მასშტაბით რეკორდი გახლავთ.

მსგავსი სტატისტიკის დათვლა 21-ე საუკუნიდან დაიწყეს და მას შემდეგ ამ რაოდენობის საგოლე გადაცემები არავის გაუკეთებია.

როგორც ესპანური პრესა წერს, ნაკლებად სავარაუდოა რომ მე-20 საუკუნეში ლა ლიგაში მსგავსი შედეგი რომელიმე მოთამაშეს დაეფიქსირებინა.

წამყვან (5) ევროპულ ჩემპიონატებში არგენტინელთან ყველაზე ახლოს სესკ ფაბრეგასი იმყოფება, რომელსაც 143 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

მესიმ ლა ლიგის ეგიდით ყველაზე მეტი 23 საგოლე გადაცემა ლუის სუარესს გაუკეთა.

აქვე გეტყვით, რომ 31 წლის არგენტინელს ამ მომენტისთვის ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაში ცხრამეტივე გუნდისთვის მინიმუმ ერთი გოლი მაინც აქვს გატანილი. მთლიანად ესპანეთში კი ლეომ უკვე 37-ე გუნდს გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები