Aa
Aa

"სატრანსფერო ზონა" - ბოლო საათებში განხორციელებული ტრანსფერები

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს 24:00 საათზე დაიხურა.

გუნდებმა უკანასკნელ საათებში რამდენიმე ტრანსფერი განახორციელეს. ზოგიერთმა გუნდმა წასასვლელად გამზადებული მოთამაშე დაიტოვა, ზოგმა კი ახალი მოთამაშე გაიფორმა.

***

რაფინია ალკანტარა "ბარსელონაში" დარჩა. ბრაზილიელი ნახევარმცველი "კამპ ნოუზე" კიდევ ერთ სეზონს გაატარებს.

რაფინიასთვის ეს ბოლო შანსი იქნება. თუ 25 წლის ნახევარმცველი მოლოდინს ვერც წელს გაამართლებს, "ბლაუგრანა" მას

გამოსყიდვის უფლების გარეშე გაყიდის. რა თქმა უნდა, გამორიცხულია განათხოვრებაც.

***

"სევილიამ" მოსკოვის "სპარტაკიდან" 26 წლის ჰოლანდიელი გარემარბი კვინსი პრომესი შეიძინა.

"დალაქებმა" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს საკმაოდ მომგებიანი ტრანსფერი განახორციელეს.

ანდალუსიელთა ისედაც ძლიერი შეტევის ხაზი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ძლიერი იქნება.

წლევანდელ სეზონში ლა ლიგის გუნდებმა სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ კარგად იმოქმედეს. გამონაკლისი მხოლოდ მადრიდის "რეალია".

***

"პსჟ"-ს გერმანელი გოლკიპერი კევინ ტრაპი იჯარის წესით ფრანკფურტის "აინტრახტში" ითამაშებს.

28 წლის მეკარე ბუნდესლიგაში ერთ სეზონს გაატარებს. ამის შემდეგ პარიზელები მის გაყიდვაზეც დაფიქრდებიან, რადგან

მათ კარს ჯანლუიჯი ბუფონი და ალფონსო არეოლა იცავს და ტომას ტუხელს ამ მხირვ პრობლემები არ აწუხებს.

***

მადრიდის "რეალის" 21 წლის ფორვარდი ბორხა მაიორალი არენდის წესით "ლევანტეში" ითამაშებს.

მაიორალი ვალენსიურ კლუბში ერთ სეზონს გაატარებს.

სეზონის ბოლოს "რეალი" ესპანელს დიდი ალბათობით გაყიდის, რადგან გუნდში მისი ადგილი ნამდვილად არ მოიძებნება.

***

"პსჟ"-მ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო საათებში ერთბაშად ორი ტრანსფერი განახორციელა.

პარიზელებმა მიუნხენის "ბაიერნიდან" ესპანელი განაპირა მცველი ხუან ბერნატი შეიძინეს.

ინგლისური "სტოკიდან" კი კამერუნელი ფორვარდი ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტიგნი გაიფორმეს.

29 წლის ფორვარდი პარიზელთა სათადარიგო სკამს გააძლიერებს, ხოლო ხუან ბერნატი დაცვის მარცხენა ფლანგზე არსებულ პრობლემებს მოაგვარებს.

 

***

ნური შაჰინი კარიერას ბრემენის "ვერდერში" გააგრძელებს.

ტრანსფერის ფინანსური დეტალები არ ვრცელდება.

29 წლის თურქი შუახაზელი გასულ სეზონში "დორტმუნდში" ასპარეზობდა, თუმცა კლუბის ამჟამინდელი თავკაცი ლუსიენ ფავრი შემადგენლობაში მის ადგილს ვერ ხედავდა.

***

32 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ფელიპე ლუისი მადრიდის "ატლეტიკოში" დარჩა.

ლუისის შეძენა "პსჟ"-ს სურდა და წასვლა თავად ფეხბურთელსაც სურდა, თუმცა მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

სავარაუდოა, რომ ლუისისთვის ეს ბოლო მადრიდული სეზონი იქნება.

***

30 წლის პორტუგალიელი მარცხენა მცველი ფაბიო კოენტრაო კარიერას "რიო ავეში" გააგრძელებს.

გასული სეზონი კოენტრაომ ლისაბონის "სპორტინგში" გაატარა, სადაც 25 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

კარიერაში კოენტრაოსთვის ეს მისი მე-7 გუნდი იქნება.

***

31 წლის დანიელი გოლკიპერი კასპერ შმეიხელი კვლავ "ლესტერის" კარს დაიცავს.

შმეიხელმა "მელიებთან" ხელშეკრულება 2023 წლამდე გააგრძელა.

***

"ლიონმა" მარიანო დიასის მადრიდის "რეალში" გაყიდვის შემდეგ გლზაგოს "სელტიკიდან" ფრანგი ფორვარდი მუსა დემბელე შეიძინა.

22 წლის დემებელეს სანაცვლოდ ფრანგებმა 22 მილიონი ევრო გადაიხადეს.

დემბელეს ხელში ჩაგდება ლონდონის "არსენალს" სურდა. "მეთოფეები" ტრანსფერის გაჩარხვას ზამთარში გეგმავდნენ, თუმცა დემბელემ "ლიონში" გადასვლა ამჯობინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები