რონალდუს ეფექტი - რამდენით გაიზარდა კლუბის ღირებულება?
Aa
Aa

რონალდუს ეფექტი - რამდენით გაიზარდა კლუბის ღირებულება?

კრიშტიანუ რონალდუს შეძენის შემდეგ ტურინის "იუვენტუსმა" და ზოგადად იტალიურმა ფეხბურთმა საგრძნობი წინსვლა განიცადა.

მატჩების მიმართ ინტერესი გაიზარდა და ბუნებრივია ტრიბუნებზე ქომაგების რაოდენობამაც მოიმატა.

სერია A-ს მიმართ სატელევიზიო ინტერესმაც მოიმატა. ამ ყველაფრისგან ყველაზე დიდ სარგებელს რა თქმა უნდა "იუვენტუსი" ნახულობს.

სანამ რონალდუ "ბებერ ქალბატონს" შეუერთდებოდა კლუბის ღირებულება  665 მილიონი ევრო იყო, კრიშტიანუს შეძენის შემდეგ კი ფასი 1,035 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ დასაწყისია. რონალდუს გუნდში მოსვლიდან 3 თვეც არ გასულა და ოფიციალურ შეხვედრებში პორტუგალიელს ჯერ გოლიც არ გაუტანია. რა მოხდება, როცა კრიშტიანუ გატანას დაიწყებს... მგონი მარტივი მისახვედრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები