ვალვერდე:
Aa
Aa

ვალვერდე: "მჯერა რომ რაკიტიჩი კლუბს არ შეიცვლის"

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ერნესტო ვალვერდე, რაკიტიჩის ტრანსფერის თაობაზე გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა.

ბოლოდროინდელი ინფორმაციით ხორვატი ნახევარმცველის გადმობირებით „პარის სენ ჟერმენია“ დაინტერესებული. ფრანგული კლუბი მზადაა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ჟურნალისტებთან საუბრისას ვალვერდემ რაკიტიჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი კატალონიაში დარჩენის იმედი გამოთქვა.

„ივანი შესანიშნავი მოთამაშეა და ჩვენ მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მსურს მომავალ სეზონში გუნდში საუკეთესო ფეხბურთელები მყავდეს და რაკიტიჩი ერთ-ერთი მათგანია. მან ჩვენი სათამაშო სქემის შესახებ ყველაფერი იცის და გამარჯვებისთვის მუდამ მაქსიმუმს აკეთებს.

შეხედეთ ივანის სტატისტიკურ მაჩვენებლებს და ყველაფერი ნათელი გახდება. რაკიტიჩი თითოეულ შეხვედრაში უდიდეს სამუშაოს ასრულებს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. იმედი მაქვს იგი ბარსელონაში დარჩება და სიმართლე გითხრათ მჯერა რომ რაკიტიჩი კლუბს არ შეიცვლის“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები