Aa
Aa

უნიკალური ბუფონი! ჯიჯიმ ლილიან ტიურამის შვილის წინააღმდეგ ითამაშა და მაისურიც გაუცვალა

გუშინ „პსჟ“-მ ლიგა 1-ის ეგიდით გამართულ შეხვედრაში „გენგამი“ სტუმრად 3:1 დაამარცხა.

პარიზელებმა მატჩი ნეიმარისა და მბაპეს (2) გოლების წყალობით მოიგეს.

შეხვედრაში ერთი აღსანიშნავი და ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა.

„გენგამის“ ღირსებას 21 წლის მარკუს ტიურამი იცავს, რომელიც ლეგენდარული ლილიან ტიურამის შვილია.

1997 წელს, როდესაც მარკუსი დაიბადა, მამამისი და ბუფონი „პარმაში“ თანაგუნდელები იყვნენ.

გუშინდელ შეხვედრაში ჯიჯი ტიურამის ვაჟს დაუპირისპირდა და მატჩის ბოლოს მას მაისურიც გაუცვალა.

ასეთ რამეს ყოველ დღე ნამდვილად ვერ ვნახავთ. 40 წლის ბუფონმა მოახერხა და ფეხბურთი მამა-შვილთან ერთად ითამაშა.

მარკუს ტიურამი ამპლუით შემტევი ნახევარმცველია. ის ძირითადად მარცხენა ფლანგზე ასპარეზობს.

ყველას კარგად ახსოვს ლილიან ტიურამის თამაში, რომელიც კარიერის სტარტზე მარჯვენა მცველად თამაშობდა, შემდეგ კი დაცვის ცენტრში გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ ბუფონისთვის ასეთი რამ უცხო ნამდვილად არ გახლავთ. "მილანის" ლეგენდარული ფორვარდის ჟორჟ ვეას შვილი "პსჟ"-ს მეორე გუნდის ღირსებას იცავს და ჯიჯიმ წელს, მოსამზადებელ შეხვედრებში მის მხარდამხარაც ითამაშა.

მოგეხსენებათ 90-იან წლებში ჯიჯი სერია A-ში ვეას წინააღმდეგ თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები