Aa
Aa

"ატლეტიკო" სუპერ თასის მფლობელია

ტალინში გამართული უეფას  სუპერ თასის გამარჯვებული მადრიდის "ატლეტიკო" გახდა , რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მფლობელი "რეალი" დამატებით დროში ანგარიშით 4:2 დაამარცხა. 

მატჩის დებიუტშივე კოშტამ ანგარიში გახსნა.  27-ე წუთზე "რეალი"-ს ფრანგმა ფორვარდმა ბენზემამ ანგარიში დააფიქსირა.

მეორე ტაიმში სამეფო კლუბი კაპიტანმა სერხიო რამოსმა პენალტით დააწინაურა.  79-ე წუთზე კი კოშტამ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრაში დუბლი შეასრულა. 

დამატებით დროში "ატლეტიკო"-ს  რიგებში გოლები საულმა და კოკემ გაიტანეს.

ატლეტიკომ ეს ტიტული მესამედ მოიგო. პირველად 2010 წელს სუპერთასზე მათ ინტერი დაამარცხეს, ხოლო 2012 წელს კი - ჩელსი.

საინტერესოა, რომ ატლეტიკო პირველი გუნდია, რომელსაც სუპერთასზე სამი ან მეტი მოგება აქვს და არცერთი მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები