ხოჭოლავას გოლი უხვგოლიან მატჩში - ''შახტარის'' მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

ხოჭოლავას გოლი უხვგოლიან მატჩში - ''შახტარის'' მორიგი გამარჯვება

უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-4 ტურში დონეცკის ''შახტარმა'' შინ 4:1 დაამარცხა პოლტავას ''ვორსკლა.'' აღნიშნულ მატჩში სამმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა, ერთმა მათგანმა კი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმი ''ვორსკლას'' გამარჯვებით დასრულდა. შესვენების შემდეგ მარლოსმა და სტეფანენკომ გაიტანეს, ხოლო მესამე გოლი შეტევაში ჩართულმა ქართველმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ ძლიერი დარტყმით გაიტანა.

იხილეთ ხოჭოლავას გოლი

''შახტარის'' მაისურით დავით ხოჭოლავამ 90 წუთი ითამაშა. რაც შეეხება სტუმრებს, ''ვორსკლას'' სასტარტო თერთმეტეულში სანდრო კობახიძე მოხვდა, რომელიც მატჩის ბოლომდე მოედანზე იყო. 79-ე წუთზე ''ვორსკლას'' მაისურით ახალგაზრდა ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე ჩაერთო თამაშში.

12-გუნდიან ჩემპიონატს ''შახტარი'' 9 ქულით ლიდერობს, ასევე 9 ქულაა ''ოლექსანდრიასა'' და კიევის ''დინამოს'' ანგარიშზე, ხოლო ''ვორსკლა'' 3 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

მიმდინარე სეზონში ''შახტარი'' მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ხოჭოლავას გუნდმა კიევის ''დინამოსთან'' 3 ქულა დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები