11 აგვისტოს ''სატრანსფერო ზონა''
Aa
Aa

11 აგვისტოს ''სატრანსფერო ზონა''

 *********

ესპანური Marca-ს ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ნახევარმცველი პოლ პოგბა ''ნისლიან ალბიონს'' არ დატოვებს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით პოგბას შეძენა კატალონიის ''ბარსელონას'' სურდა, თუმცა ტრანსფერი არ შედგება.

''პოგბა არასდროს გადავა ''ბარსაში'' - ასეთი შინაარსის ინფორმაციას ავრცელებს ესპანური გამოცემა, რაც ნიშნავს რომ კატალონიური გრანდი ფეხბურთელის ტრანსფერზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროსაც არ იმუშავებს.

მიმდინარე ზაფხულში ცნობა 25 წლის პოგბას ტურინის ''იუვენტუსში'' დაბრუნებასთან დაკავშირებითაც გავრცელდა, თუმცა არსებული ინფორმაციით მსოფლიოს ჩემპიონის სერი ა-ში გადასვლაც გამორიცხულია, ის ჟოზე მოურინიოს გუნდში რჩება.

 სერ ალექს ფერგიუსონის დროს პოგბამ ''წითელ ეშმაკებში'' ფეხი ვერ მოიკიდა. 2012 წელს ტურინის ''იუვენტუსში'' გადაბარგდა, 2016 წლიდან კი კვლავ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ფეხბურთელია.

 

 *********

ლონდონის ''არსენალი'' სატრანსფერო ფანჯრის დახურვის ბოლო დღემდე ცდილობდა უსმან დემბელეს ''ბარსელონადან'' გადაბირებას. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა.

ამჟამად დემბელეს ტრანსფერზე პსჟ მუშაობს, თუმცა Mirror-ის ცნობით კატალონიური გუნდი დემბელეს გაყიდვას არ გეგმავს.

2017 წელს ''ბარსელონამ'' დემბელეს სანაცვლოდ ''დორტმუნდს'' 105 მილიონი ევრო გადაუხადა, თუმცა გასულ სეზონში 21 წლის ფრანგს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.

 

 *********

მიუნხენის ''ბაიერნს'' ხორვატი ფეხბურთელის, ივან რაკიტიჩის შეძენის დიდი სურვილი აქვს. Mundo deportivo-ს ცნობით რაკიტი მიუნხენური გრანდის მთავარი სამიზნეა.

ხორვატიის ეროვნული ნაკრების ლიდერით პსჟ-სა და ''მონაკოს'' ხელმძღვანელებიც დაინტერესდნენ. ასე რომ რაკიტიჩის შესაძენად გერმანულ კლუბთან ერთად საფრანგეთის საუკეთესო კლუბებიც იბრძოლებენ.

პსჟ რაკიტიჩის სანაცვლოდ 112 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის. კატალონიური მედიის ინფორმაციით ფრანგულმა გუნდებმა 30 წლის ფეხბურთელის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება გააკეთეს.

ხორვატი 2007-11 წლებში ''შალკეს'' ღირსებას იცავდა. მას ბუნდესლიგაში ასპარეზობის გამოცდილება აქვს, საფრანგეთში კი არასდროს უთამაშია. გერმანიის დატოვების შემდეგ  გეზი ესპანეთისკენ აიღო, ჯერ ''სევილიას'' მაისური მოირგო, შემდეგ კი ''ბარსას'' შეუერთდა.

 

  *********

Sky sports-ის ინფორმაციით ლუკა მოდრიჩს „მადრიდის რეალის“ დატოვება და კარიერის „ინტერში“ გაგრძელება სურს. გამოცემის მიხედვით მან საკუთარი სურვილის შესახებ „სამეფო კლუბის“ მმართველებს კიდევ ერთხელ, პარასკევს, აუწყა, თუმცა ფლორენტინო პერესი მის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.

ხორვატი ფეხბურთელი ამჟამად მადრიდში იმყოფება და გუნდთან ერთად „უეფას“ სუპერ თასისითვის ემზადება. როგორც ირკვევა „რეალის“ პრეზიდენტი მასთან შეხვედრას გეგმავს და ლუკას ბედი სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება. მადრიდში „ინტერის“ წარმომადგენლებიც არიან ჩასულები და მოდრიჩთან მოლაპარაკების გამართვას აპირებენ.

შესაძლო ტრანსფერის შესახებ ინფორმაციას არც ლუკას აგენტი ფლობს, Sky Sports-ის მიხედვით „რეალი“ უბრალოდ ნიადაგს ამზადებს და მის შემცვლელს ეძებს. „სამეფო კლუბი“ ტიაგო ალკანტარათი და კრისტიან ერიქსენითაა დაინტერესებული.

  *********

„ლონდონის ჩელსის“ თავდამსხმელი, მიჩი ბაჩუაი, კარიერას „ვალენსიაში“ გააგრძელებს. ბელგიელი შემტევი, რომელიც შარშან იჯარის წესით „დორტმუნდში“ იმყოფებოდა, „ღამურების“ რიგებში სეზონის ბოლომდე, ასევე იჯარის წესით იასპარეზებეს,

„არისტოკრატებმა“ ბაჩუაი 2016 წელს, „მარსელიდან“ 33 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ იყიდეს, თუმცა მიჩიმ მასზე გაცემული ავანსების გამართლება ვერ მოახერხა და სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა.

24 წლის თავდამსხმელმა შარშანდელი სეზონი „დორტმუნდის“ რიგებში გაატარა, ბუნდესლიგაში მან მშვენივრად ითამაშა და პირველ სამ შეხვედრაში მეტოქე გუნდების კარი 5-ჯერ აიღო, საბოლოოდ „ბორუსიელთა“ მაისური მიჩიმ 10 შეხვედრაში მოირგო და 7 გოლი გაიტანა.

  *********

„მადრიდის რეალის“ მარცხენა მცველი, ტეო ერნანდესი, კარიერას „სოსიედადში“ გააგრძელებს, კლუბებს შორის შეთანხმება გუშინ შედგა და ფრანგი ფეხბურთელი ბასკების რიგებში ერთწლიანი იჯარით გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი „ლოს ბლანკოსმა“ „ატლეტიკოდან“ გადმოიბირა, თუმცა ტეო მარსელოს ჩრდილქვეშ მოექცა და სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა.

ბასკებმა ფეხბურთელის ტრანსფერი სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროეს და განაცხადეს: „ფრანგი ფეხბურთელის თაობაზე შეთანხმება მიღწეულია. ტეომ სამედიცინო შემოწმების ძირითადი პროცედურები უკვე გაიარა და მისი წარდგენა უახლოეს დღეებში მოხდება“.

 *********

Football-Italia-ს ინფორმაციით “სევილიამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ნზონზის გუნდიდან წასვლა უნდა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ფეხბურთელს მხოლოდ სარფიანი შემოთავაზების სანაცვლოდ შეელევა.

29 წლის ნახევარმცველის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონ ევროა, მას ინგლისის პრემიერ ლიგაში სურდა გადასვლა, თუმცა „ნისლიან ალბიონზე“ სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს დაიხურა.

ნზონზის მამის და ამავდროულად მისი აგენტის განცხადებით ისინი სავარაუდო ვარიანტად „რომას“ განიხლავენ. „სევილია“ მზადა „ჯალოროსის“ სტივენი 38 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ დაუთმოს, თუმცა იტალიელები 29 წლის ფეხბურთელში ამხელა თანხის გადახდას არ აპირებენ.

 

 *********

Sportitalia-ს ინფორმაციით „იუვენტუსი“ მირალემ პიანიჩის და ალექს სანდროს შენარჩუნებას გეგმავს და როგორც იტალიური გამოცემა იუწყება, „ბიანკონერი“ მათთან ახალი კონტრაქტის გაფორმებასთან ძალიან ახლოსაა.

შეგახსენებთ, რომ ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში აღნიშნული დუეტით „პსჟ“, „ბარსელონა“ და „ბაიერნი“ იყვნენ დაინტერესებული.

პიანიჩს „იუვესთან“ კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს, „ბებერმა ქალბატონმა“ ბოსნიელი ნახევარმცველი, 2016 წელს, „რომადან“ 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადმოიყვანა.

მარცხენა მცველის, ალექს სანდროს კონტრაქტი 2020-ში იწურება, ტურინელებს „პორტუდან“ მისი ტრანსფერი 26 მილიონი ევრო დაუჯდათ და „იუვეში“ ყოფნისას სანდროს ღირებულება გასამმაგდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები