კლოდ პუელი:
Aa
Aa

კლოდ პუელი: "მანჩესტერთან" უსამართლოდ დავმარცხდით"

გუშინ სტარტი პრემიერ ლიგის ახალმა სეზონმა აიღო. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლესტერი" დაუპირისპირდნენ. მატჩი "წითელი ეშმაკების" გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებმა ანგარიში მესამე წუთზე გახსნეს, თერთმეტმეტრიანი ზუსტად პოლ პოგბამ გამოიყენა, 83-ე წუთზე ლუკ შოუმ ანგარიში 2-0 გახადა, "მელიებმა" სხვაობა 92-ზე, ჯეიმი ვარდის გოლით შეამცირეს, მაგრამ თამაშის შემოსატრიალებლად დრო არ ეყოთ.

მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, პუელმა განაცხადა: "შედეგით იმედგაცრუებულები ვართ, ფეხბურთელებმა გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ დასახულ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ. საწყის წუთებზე გოლის გაშვება მიუტევებელი შეცდომაა და თუ წარმატების მიღწევა გვსურს, მის გამოსწორებაზე უნდა ვიმუშავოთ".

"შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, მაგრამ ვფიქრობ პირველი ტაიმი კარგად ჩავატარეთ. აქტიურ პრესინგს ვთამაშობდით და მომენტებიც საკმაოდ გვქონდა, თუმცა მათი გამოყენება ვერ მოვახერხეთ. პირველ ნახევარში ერთი ბურთი რომ შეგვეგდო ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა".

"ჩვენი ოპონენტი ღრმა დაცვაში იდგა და ასეთი გუნდების წინააღმდეგ სახიფათო მომენტების შექმნა ყოველთვის რთულია'.

"საერთო ჯამში, მატჩი მშვენივრად ჩავატარეთ და ვფიქრობ შედეგი სამართლიანი სულაც არაა. კარგად ვკომბინირებდით, ბევრს ვუტევდით, მეორე ნახევარში სასურველი ანგარიშის დასაფიქსირებლად საკმარისი ენერგიაც გვქონდა მაგრამ"....

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები