პაპინაშვილის ბრინჯაოს მედალი
Aa
Aa

პაპინაშვილის ბრინჯაოს მედალი

უნგრეთში მიმდინარე ბუდაპეშტის გრან პრიზე ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიის მედლის ბრძოლაში ქართველმა ძიუდიოსტმა ესპანელი ფრანცისკო გარიგოსი იპონით დაამარცხაა.

გრან პრიზე პაპინაშვილმა მხოლოდ ერთი შეხვედრა რუს ალბერტ ოზუგოვთან წააგო.

ამავე წონაში მედლის შანსი ქონდა ლუხუმ ჩხვიმიანს. ბრინჯაოს ბრძოლაში ქართველი ძიუდოისტი რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველ რობერტ მშვიდობაძესთან დამარცხდა.  

ხვალ ძიუდოისტები მედლების პრიზიორებს ორ წონით კატეგორიაში  გამოავლენენ. საქართველოს სახელით კი ფრიდონ გიგანი (73 კგ.)  და ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ.) იასპარეზებენ.

ცხელი ამბები