გორგოძის მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

გორგოძის მორიგი გამარჯვება

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ჰეჩინგენის 60 000-დოლარიანი ტურნირის 1/4-ფინალში გავიდა.

მერვედფინალურ ეტაპზე მან გერმანელი ანა გაბრიჩი ორ სეტში ამგარიშით 6:2, 6:1 დაამარცხა. 

მომდევნო ეტაპზე ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კიდევ ერთი გერმანელი და მსოფლიოს 311-ე ნომერი კატერინა ჰობგარსკი იქნება. თავის მხრივ, ჰობგარსკიმ იტალიელ ანასტასია გრიმალსკას სამ სეტში მოუგო.

გორგოძემ ივლისის ბოლოს ასტანას 80 000 დოლარიანი ტურნირი მოიგო და რეიტინგის საუკეთესო 200-ეულში კარიერაში პირველად შეაღწია, ახლა ის მსოფლიოს 195-ე ჩოგანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები