მოურინიო: სტირლინგს დაუფიქრებლად გავასხვისებდი
Aa
Aa

მოურინიო: სტირლინგს დაუფიქრებლად გავასხვისებდი

ლონდონის „ჩელსის“ თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრენდან როჯერსის ადგილზე რაჰიმ სტერლინგს აუცილებლად გაყიდიდა. როგორც მოგეხსენებათ ლივერპული 20 წლის შემტევის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას ცდილობს, თუმცა სტერლინგმა კვირაში 100 000 ფუნტზე უარი განაცხადა.

პორტუგალიელი ფიქრობს, რომ ანალოგიურ სიტუაციაში იგი ფეხბურთელს დაუფიქრებლად გაასხვისებდა.

მე არ მომწონს ისეთი მოთამაშეები, რომლებსაც ჩემთვის და კლუბისთვის თამაში არ სურთ. ჩემი აზრით ყველა ფეხბურთელს თავის ფასი აქვს. მოთამაშის სიძლიერეს არანაირი მნიშვნვნელობა არ აქვს. მაგალითად თუ მკითხავთ, მსურს თუ არა ედენ აზარის გაყიდვა, დაუფიქრებლად გიპასუხებთ არას. თუმცა თუ ბელგიელს წასვლა მოუნდება და ჩემთან მუშაობის სურვილს აღარ გამოთქვამს, რათქმაუნდა მას შესაბამის ფასს დავადებთ. რათქმაუნდა ლივერპულის ფილოსოფიას და შეხედულებებს პატივს ვცემ, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით მე რადიკალურად განსხვავებული აზრი გამაჩნია“ - განაცხადა მოურინიომ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები