რიბერი ვიდალს ემოციურად დაემშვიდობა
Aa
Aa

რიბერი ვიდალს ემოციურად დაემშვიდობა

ფრანკ რიბერიმ სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი გამოაქვეყნა და „ბარსელონაში“ ახლად გადასულ არტურო ვიდალს დაემშვიდობა. ეს უკანასკნელი ფრანგი ფეხბურთელის მხარდამხარ „ბაიერნში“ ყოფნისას თამაშობდა და მასთან ერთად საკმაოდ ბევრი მატჩი აქვს ჩატარებული.

შეგახსენებთ, რომ ჩილელი მომავალ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით იასპარეზებს, არტურომ „ბლაუგრანასთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდი მას სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ წარადგენს.

რაც შეეხება ფრანგს, მან „ტვიტერზე“ განთავსებულ პოსტში განაცხადა: „ჩემო ძმაო, წარმოდგენა არ გაქვს, როგორ მომენატრები! ჩემთვის საუკეთესო ხარ და ნამდვილი კაცისთვის საჭირო ღირებულებებს და პრინციპებს ატარებ. ვამაყობ იმით, რომ შენთან ერთად თამაშის საშუალება მომეცა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, შენ ნამდვილი მებრძოლი ხარ და ეს ამ პროფესიაში დიდი იშვიათობაა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები