დე ლაურენტისი სარის უტევს:
Aa
Aa

დე ლაურენტისი სარის უტევს: "მას სურს, რომ მთელი გუნდი ინგლისში წაიყვანოს"

"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მაურისიო სარის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ მას მთელი მისი გუნდის "ჩელსიში" წაყვანა სურს.

"არ მომწონს როდესაც ის ამბობს, რომ შეცდომები ორივემ დავუშვით. არ ვფიქრობთ, რომ მე ეს გავაკეთე.

მას კონტრაქტი ჰქონდა და ამიტომ მე არაფრის თქმას არ ვაპირებ. იგი ფეხბურთელების მიმართ უპატივცემულოდ იქცეოდა.

მე არ შევმცდარვარ, როდესაც მასთან სუბრის სურვილი არ გამოვთქვი. მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა სწორი ნაბიჯიც იყო.

ამ მოთამაშეებმა მას ბევრი რამ მისცეს. სარიმ თავისი ცნობილი სავარჯიშო სესიებით ისინი მოკლა, თუმცა მოთამაშეები კარგად რეაგირებდნენ.

ამ ყველაფრის შემდეგ მას სურს, რომ მთელი გუნდი ინგლისში წაიყვანოს და ყველაფერი გაანადგუროს.

მას ჟორჟინიოს წაყვანა სურდა და ანჩელოტისთან საუბრის შემდეგ მე ამის უფლება მივეცი. კარლომ მითხრა, რომ ის დიავარასგან ბევრს მოელის და ჰამშიკთან ერთად უფრო სიღრმიდან თამაშს გეგმავს".

ბოლო 3 სეზონის განმავლობაში, სარისთან მუშაობის პერიოდში ჟორჟინიომ სერია A-ს ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებში 8521 ზუსტი გადაცემა გააკეთა და ეს ტოპ 5 ჩემპიონატში დაფიქსირებული საუკეთესო შედეგია.

შეგახსენებთ, რომ სარიმ "ნაპოლიდან" უკვე წამოიყვანა ჟორჟინიო. პრესა წერს, რომ ლონდონელები დრის მერტენსისა და კალიდუ კულიბალის გადაბირებითაც ინტერესდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები