Aa
Aa

"მე-4 მსაჯთან საუბრის შემდეგ, ვიცოდი, რომ"... - არბიტრმა ცნობილ ეპიზოდს ნათელი მოჰფინა

მსოფლიო ჩემპიონატის 2006 წლის ფინალის 110-ე წუთზე მომხდარი ზიდანი-მატერაცის ეპიზოდი დღესაც განხილვის თემაა.

ამ საკითხზე კომენტარი აღნიშნული მატჩის მთავარმა არბიტრმა, ორაციო ელისონდომ გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ მას გადაწყვეტილების მიღებაში ესპანელი მსაჯი, ლუის მედინა კანტალეხო დაეხმარა, რომელიც მაშინ მე-4 რეფერის ფუნქციას ასრულებდა.

დავინახე, რომ ჩემგან დაახლოებით 30-40 მეტრში, მატერაცი მოედანზე იწვა, რის გამოც თამაში გავაჩერე. ჩემს ასისტენტებს სწრაფად ვთხოვე, აეხსნათ რა მოხდა, თუმცა მათ მიპასუხეს, რომ აბსოლუტურად არაფერი დაუნახავთ.

ამ დროს „მფარველ ანგელოზად“ მატჩის მე-4 მსაჯი, ლუის მედინა კანტალეხო მომევლინა, რომელიც მოედანზე შემოვიდა და თავისთან მიმიხმო: „საშინელებაა! ზიდანის მიერ მატერაცისთვის ჩარტყმული თავი, საშინელებაა!.. როცა ვიდეოს ნახავ, ვერ დაიჯერებ, რომ ეს მართლა მოხდა“. - მითხრა მან.

კანტალეხოსთან საუბრის შემდეგ, როცა ეპიზოდის ადგილას დავბრუნდი, უკვე ვიცოდი, რომ ზიდანი უნდა გამეძევებინა“. - განაცხადა ორაციო ელისონდომ.

აღსანიშნავია, რომ ელისონდომ იმ ჩემპიონატზე პორტუგალია-ინგლისის 1/4 ფინალური მატჩისას უეინ რუნიც პირდაპირ წითელი ბარათით გააძევა და ის მატჩიც პენალტების სერიამდე მივიდა, რომელშიც ასევე 10 კაციანმა გუნდმა წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები