Aa
Aa

უმაღლესი ტემპი და სუპერმატჩი! შვეიცარიამ სერბეთი ბოლო წუთზე დაამარცხა!

მიმდინარე მუნდიალზე გამართული შეხვედრებიდან, E ჯგუფის ცენტრალური მატჩი შვეიცარიასა და სერბეთს შორის უდაოდ საუკეთესო გამოდგა.

გუნდებმა უმაღლესი ტემპი შემოგვთავაზეს, რაც ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო.

მიტროვიჩის გოლით დაწინაურებულმა სერბეთმა ტაიმის მოგება შეძლო, თუმცა მეორე ნახევარში შვეიცარიელებმა საოცარი ფიზმომზადებისა და ზუსტი თამაშის შედეგად 3 ქულის მოპოვება შეძლეს.

ანგარიში გრანიტ ჯაკას შორეული გასროლის შედეგად გათანაბრდა, რის შემდეგად შვეიცარიამ ბურთზე სრული კონტროლი დააწესა.

90-ე წუთზე სერბებს კონტრშეტევა გაეპარათ. შერდან შაჩირიმ სისწრაფე აკრიფა და მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩა. "სტოკის" ფეხბურთელმა კლასი გვიჩვენა და დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდებაც მიიღო.

შვეიცარიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და ბოლო ტურში უმოტივაციო კოსტა-რიკასთან ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, თუმცა გამარჯვების შემთხვევაში არც პირველი ადგილის დაკავება არის გამორიცხული.

სერბეთი კი ვალდებული იქნება ბრაზილიასთან მხოლოდ 3 ქულისთვის იბრძოლოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები