ლინეკერმა სუარესი გააკრიტიკა - ინგლისელის ირონიული კომენტარი
Aa
Aa

ლინეკერმა სუარესი გააკრიტიკა - ინგლისელის ირონიული კომენტარი

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპის A ჯგუფში ურუგვაის ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა. ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესის გუნდმა 1:0 დაამარცხა ეგვიპტის ნაკრები. გამარჯვების გოლი მადრიდის ''ატლეტიკოს'' მცველმა ხოსე მარია ხიმენესმა გაიტანა.

ურუგვაელთა შორის ლუის სუარესმა ორი რეალური შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო ეგვიპტელთა ლიდერ მოჰამედ სალაჰს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

''ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი ტელეწამყვანმა გარი ლინეკერმა სუარესი გააკრიტიკა.

twitter-ზე ლინეკერმა ირონიულად დაწერა: ''ამ მატჩში მო სალაჰმა სუარესზე უკეთ ითამაშა.'' 

 

სუარესს გოლის გატანის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა ახლო მანძილიდან არაზუსტად დაარტყა

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ურუგვაიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტე.  ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა რუსეთმა 5:0 გაანადგურა საუდის არაბეთი.

A ჯგუფი

მეორე ტური

20 ივნისი, 19:00

ურუგვაი - საუდის არაბეთი

19 ივნისი, 22:00

რუსეთი - ეგვიპტე

მესამე ტური

25 ივნისი, 18:00

საუდის არაბეთი - ეგვიპტე

25 ივნისი, 18:00

ურუგვაი - რუსეთი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები