1/2 ფინალი და შენარჩუნებული პირველობა!
Aa
Aa

1/2 ფინალი და შენარჩუნებული პირველობა!

რუმინელმა ჩოგბურთელმა, სიმონა ჰალეპმა მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი შეინარჩუნა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან "როლან გაროსის" 1/4 ფინალში ანგელიკ კერბერს აჯობა და შემდეგ რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა და მისი პირველი პარტია კერბერმა ტაიბრეიკზე აიღო, არადა გერმანელი 4:0-საც იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ გამოიყენა.

მეორე სეტიდან ჰალეპი უკეთესად ათამაშდა და უპირატესობაც მოიპოვა, რომელიც ხელიდან აღარ გაუშვია და 6:7; 6:3; 6:2 იმარჯვა.

თამაშის ბედი სიზუსტემ განაპირობა - ჰალეპს 2-ით მეტი "ვინერსი" და 7-ით ნაკლები უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი, რომელიც ამ ტურნირის გასული წლის ფინალისტია, 1/2 ფინალურ სტადიაზე მარია შარაპოვას გამნადგურებელ და "როლან გაროსის" 2016 წლის ჩემპიონ გარბინ მუგურუსას შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები