Aa
Aa

ტოჩინოშინი შეუჩერებელია! - ქართველმა მე-8 ბრძოლა მოიგო!

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე მაისის "ნაცუ ბაშოზე" წარმატებულ გამოსვლას განაგრძობს. ტოჩინოშინი ტურნირის მერვე დღეს 25 წლის გოლიათ სეკივაკი ოჩინოჯუს შეხვდა, რომლის წონა 225 კილოგრამია, ხოლო სიმაღლე 193 სანტიმეტრი. ორთაბრძოლა საკმაოდ დაძაბული გამოვიდა და საბოლოოდ ქართველმა სუმოისტმა გაიმარჯვა. მიმდინარე ''ნაცუ ბაშოზე'' ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დაპირისპირება გამოვიდა.

ტოჩინოშინი მეცხრე დღეს დაიეიშოს (ჰაიატო ტაკანიშის) შეხვდება. დაპირისპირება ხვალ, 21 მაისს შედგება. დაიეიშო მესამე მაეგაშირაა. მისი სიმაღლეა 181 სმ, ხოლო წონა162 კგ.

შეგახსენებთ, ტურნირის მე-7 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე კომუსუბი ენდო იყო, რომელიც ტურნირის მე-6  დღეს მიღებული ხელის ტრავმის გამო არ გამოცხადდა და ლევანს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი სუმოისტი "ნაცუ ბაშოს" ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ.

ლევანმა დღევანდელი გამარჯვებით სეკივაკეს წოდება უკვე ოფიციალურად შეინარჩუნა, რადგან "ნაცუ ბაშოს" ის ნებისმიერ შემთხვევაში დადებითი ბალანსით დაასრულებს, თუმცა ტოჩინოშინის მიზანი რა თქმა უნდა "ნაცუ ბაშოს" მოგება და იოკუძუნას რანგში გადასვლაა.

ასევე იხილეთ 

7:0-ზე! მეტოქის გამოუცხადებლობის გამო ტოჩინოშინს ტექნიკური მოგება ჩაეთვალა

ცხელი ამბები