ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მონფილსს შეხვდება
Aa
Aa

ბასილაშვილი მადრიდის მასტერსის პირველ წრეში მონფილსს შეხვდება

ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში წლის მე-4 მასტერსის სერიის ტურნირი დაიწყო.

საკვალიფიკაციო ეტაპიდან ძირითად ბადეში გააღწია ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელმაც ბიორნ ფრატანჯელო და მირზა ბაშიჩი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი ტურნირის პირველ წრეში ფრანგ გაელ მონფილსს დაუპირისპირდება. გამოცდილი მოთამაშე ამჟამინდელ მსოფლიო რეიტინგში 41-ე პოზიციაზეა, საუკეთესო მაჩვენებელი კი 2016 წლის ნოემბერში ჰქონდა, როცა ATP-ს კლასიფიკაციის მე-6 ადგილს იკავებდა.

რაც შეეხება ბასილაშვილს, დღეს გამოქვეყნებული ახალი რეიტინგით იგი მსოფლიოს 77-ე ჩოგანია.

ბასილაშვილისა და მონფილსის მატჩი დღეს თბილისის დროით 23:30 საათზე ადრე არ დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული ტურნირის მომდევნო წრეში რაფაელ ნადალს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები