მატჩის დრამატული დასასრული - რევიშვილის გოლი ბოლო წუთზე
Aa
Aa

მატჩის დრამატული დასასრული - რევიშვილის გოლი ბოლო წუთზე

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის, ეროვნული ლიგის მორიგ ტურში გორის ''დილასა'' და ''რუსთავის'' შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

ალვინ ფორტისი - 7 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე პასი

ანგარიში მე-10 წუთზე მასპინძლებმა გახსნეს. მე-10 წუთზე გიორგი ფანცულაიას გადაცემის შემდეგ ალვინ ფორტისმა მარცხენა ფეხით ახლო კუთხეში გაუტანა ნუკრი რევიშვილს. ''რუსთავის'' მეკარეს უკეთ თამაში მართებდა.

მე-80 წუთზე გორის ''დილას'' სწრაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა. მარჯვენა ფლანგიდან ლეანდრო რიბეირომ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი. ნოდარ ქავთარაძემ ყველას დაასწრო, ბურთი მკერდით მიიღო, შემდეგ კი ეფექტური დარტყმით გაუტანა რევიშვილს. ამ ეპიზოდში ''რუსთავის'' დაცვის ხაზი ჩავარდა.

90-ე წუთზე ''რუსთავმა'' ანგარიში გაათანაბრა. გაბულოვის შესრულებული საჯარიმო დარტყმისას ბურთი მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი კარის ძელს მოხვდა. დამატებაზე ცვლილებაზე გამოსულმა თამაზ მაქაცარიამ ითამაშა და ''რუსთავის'' მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

მეკარის გოლი ბოლო წუთზე 

მეხუთე დამატებულ წუთზე ''რუსთვმა'' ანგარიში გაათანაბრა. გაბულოვის შესრულებულ კუთხურს ნუკრი რევიშვილის გოლი მოყვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე შეტევაში ჩაერთო და მისმა გოლმა გაზაევის გუნდი მარცხისგან იხსნა.

 

გორის დილა - რუსთავი  2:2 (1:0)

21 აპრილი, გორი, “თენგიზ ბურჯანაძე“

გორის დილა: ბეგაშვილი, მაჩაიძე, ჩადუნელი, კვახაძე, სუხიაშვილი, რაზმაძე (ნონდი 28), ფორტესი, ლეანდრო (გოგიაშვილი 90), რაჟამაშვილი, კოვტალიუკი, ფანცულაია (ქავთარაძე 55)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია

რუსთავი: რევიშვილი, გეგეჭკორი, ცარიკაევი, ცხოვრებოვი, კვირკველია, ცინცაძე (მარცვალაძე 82), პაპავა, გაბულოვი, ციცქიშვილი (ციცქიშვილი 73), მიქელთაძე, ბექა ქავთარაძე (მაქაცარია 61)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ გაზაევი

გოლები: 1:0 ფორტესი (10), 2:0 ქავთარაძე (80), 2:1 მაქაცარია (90), 2:2 რევიშვილი (90+5)

გაფრთხილებები: რაჟამაშვილი (44), ცხოვრებოვი (70), ხადარცევი (78), ნოდარ ქავთარაძე (90+4)

მთავარი მსაჯი: გ.ვადაჭკორია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები