გოლის ყველა დროის საუკეთესო აღნიშვნა?
Aa
Aa

გოლის ყველა დროის საუკეთესო აღნიშვნა?

რუმინეთის მეორე დივიზიონში, „ჰერმანშტადმა“ „ორადეა“ 4:0 დაამარცხა. შეხვედრაში თავდამსხმელმა, სტეფან ბლანარუმ ორი გოლი გაიტანა. მე-80 წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ბლანარუ ტრიბუნებისკენ გაიქცა, მყურებლის ადგილას დადგა და ტაში დაუკრა. სეზონში ეს მისი მეხუთე გოლი იყო.

 

ბლანარუს ეს აღნიშვნა ყველასათვის გასაგებია, რადგან სტადიონზე მაყურებელი თითქმის არ იყო. რუმინულმა პრესამ, თავდამსხმელის ამ ქმედებას გოლის ისტორიული აღნიშვნა უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები