ოსტაპენკომ სვიტოლინა დაამარცხა და 1/2 ფინალში კოლინზს შეხვდება
Aa
Aa

ოსტაპენკომ სვიტოლინა დაამარცხა და 1/2 ფინალში კოლინზს შეხვდება

მაიამის მასტერსზე, ქალთა შორის წარმატებულ გამოსვლას აგრძელებს ლატვიელი ელენა ოსტაპენკო, რომელმაც გათამაშების 1/4 ფინალში, უკრაინელი ელინა სვიტოლინას წინააღმდეგობა 2 სეტში, მაგრამ მძიმე ბრძოლაში დაძლია.

ოსტაპენკომ ორ ტაიბრეიკზე იმარჯვა და 1/2 ფინალში დანიელე როუზ კოლინზს შეხვდება. თავის მხრივ 24 წლის ამერიკელმა, ვეტერან თანამემამულე ვენუს უილიამსს მოულოდნელად ძალიან მარტივად აჯობა - 6:2 6:3. კოლინზი მასტერსის სერიის ტურნირის 1/2 ფინალში პირველად ითამაშებს.

დღეს 1/2 ფინალური დაპირისპირებები შედგება. თბილისის დროით 21 საათიდან მაიამის ტურნირის ცენტრალურ კორტზე, შესანიშნავ ფორმაში მყოფი მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა, ამერიკის ღია პირველობის მოქმედ ჩემპიონ და ადგილობრივთა ერთ-ერთ მთავარ იმედს სლოუნ სტივენსს დაუპირისპირდება. ღამის 5 საათიდან კი ერთმანეთის წინააღმდეგ, ოსტაპენკო და კოლინზი ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები