Aa
Aa

"ლივერპულმა" "რეალსა" და სალაჰის სხვა მსურველებს პასუხი გასცა!

"ლივერპულის" ეგვიპტელი ლიდერის მუჰამედ სალაჰის გადაბირებით ევროგრანდები ინტერესდებიან და მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ "მერსისაიდელებისთვის" სარფიან წინადადებებს ამზადებენ.

სალაჰის მსურველთა სიაში ერთ-ერთი მოწინავე მადრიდის "რეალია", რომელიც გარეთ ბეილის გასაშვებად ემზადება და მის შემცვლელად სწორედ ეგვიპტელი სურს.

დღეს ბრიტანულმა Mirror-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც "ლივერპულელები" თავიანთ ლიდერთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავენ.

წყაროს მტკიცებით, სალაჰი ახალი კონტრაქტის თანახმად კვირაში 200 ათას ფუნტს მიიღებს და ამ პირობებით ის კმაყოფილია, რაც იმას ნიშნავს, რომ "რეალს" კიდევ უფრო მეტი აქტიურობა მოუწევს.

წლევანდელ სეზონში ეგვიპტელი შემტევი ფანტასტიურად გამოიყურება. პრემიერლიგის 30 ტურში მის ანგარიშზე უკვე 28 გოლია და კიდევ 2-ის გატანის შემთხვევაში, ის ინგლისში მოთამაშე აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდება.

ხსენებული რეკორდი "ჩელსის" ლეგენდას დიდიე დროგბას ეკუთვნის, რომლის ანგარიშზეც ერთ სეზონში 29 გოლი იყო.

სალაჰმა "უოტფორდთან" მატჩში რეკორდი დაამყარა და "მერსისაიდელთა" ისტორიაში შევიდა. კერძოდ, სალაჰმა "წითლების" მაისურით სადებიუტო სეზონში უკვე 36 გოლის გატანა შეძლო და მას რამდენიმე შეხვედრა კიდევ აქვს ჩასატარებელი. ეს შედეგი კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები