ზლატანი
Aa
Aa

ზლატანი "მანჩესტერს" ტოვებს

“ESPN”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ლეგენდარული შვედი ფეხბურთელი - ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტოვებს და სათამაშოდ "MLS"-ში მიდის.

კონკრეტულად რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას ზლატანი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წყაროს ინფორმაციით მთავარი კანდიდატი „ლოს-ანჯელეს გალაქსია“. როგორც “ESPN” იტყობინება ჟოზე მოურინიომ ნება დართო შვედს „მანჩესტერი“ დაეტოვებინა. შეგახსენებთ, რომ ზლატანს კონტრაქტის მიხედვით „ოლდ ტრაფორდზე“ კიდევ ოთხი თვე უნდა გაეტარებინა.

„იუნაიტედში“ იბრაჰიმოვიჩი 2016 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. 53 შეხვედრაში შვედმა 29 გოლი გაიტანა, თუმცა ზაფხულში 90 მილიონად ნაყიდმა რომელუ ლუკაკუმ იგი სასტარტო შემადგენლობიდან ამოაგდო და შვედს „წითელი ეშმაკების“ რიგებში 26 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არქონისა იბრამ სანაკრებო კარიერის გაგრძელება და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშიც არ გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები