ოსაკამ სერენა უილიამსიც არ დაინდო
Aa
Aa

ოსაკამ სერენა უილიამსიც არ დაინდო

სერენა უილიამსი მაიამის მასტერსის პირველსავე წრეში, 20 წლის იაპონელ ნაომი ოსაკასთან დამარცხდა.

ოსაკამ რამდენიმე დღის წინ ინდიან უელსის უპრესტიჟულესი ტურნირი მოიგო, ახლა კი წარმატებით თამაშს მაიამის სანაპიროზე აგრძელებს.

ჰაიტზე დაბადებულმა ახალგაზრდა მოთამაშემ, თავისი გამოცდილი და სახელოვანი მოწინააღმდეგე, პირწმინდად დაჩაგრა და 2 სეტში - 6:3 6:2 მოუგო. უილიამსს მეტოქის ჩაწოდება ერთხელაც არ მოუგია, ხოლო თავისი გეიმი 4-ჯერ დათმო.

ნაომი ოსაკა ტურნირის შემდეგ რაუნდში, კიდევ ერთ აღიარებულ ფავორიტ უკრაინელ ელინა სვიტოლინას დაუპირისპირდება, რომელიც პირველ წრეში თავისუფალი იყო.

თავისი მატჩი ძალიან იოლად მოიგო ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც ამერიკელ კეტრინ ბელისს მხოლოდ 3 გეიმი მისცა.

მამაკაცთა შორის გათამაშებაში დღეს ჩაერთვება ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის პირველი ბარიერი მსოფლიოს 86-ე ჩოგანი იტალიელი ტომას ფაბიანოა. ბასილაშვილისა და ფაბიანოს მატჩი, თბილისის დროით, 20:30 საათისთვისაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები