ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

ფლოიდ მეივეზერი "ნიუკასლის" შეძენას და გუნდში კრიშტიანუს მიყვანას აპირებს

„ნიუკასლს“ ფინანსური პრობლემები აქვს, გუნდი პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და დიდი ხანია ახალი მფლობელის ძიებაშია. რამდენიმე დღის წინ საინტერესო განცხადება გააკეთა ლეგენდარულმა მოკრივემ - ფლოიდ მეივეზერმა, რომელმაც „ნიუკასლის“ ყიდვის ვარიანტი არ გამორიცხა და გუნდში კრიშტიანო რონალდუს შესაძლო გადმოყვანაზეც ისაუბრა.

მეივეზერმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „დამერწმუნეთ თუ გუნდის ყიდვას გადავყწვეტ აუცილებელია ქალაქი მოსაწყენი არ იყოს. მიყვარს ნიუკასლი, აქ გართობის საკმაოდ ბევრი ვარიანტია. „ნიუკასლი“ მშვენიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია, თუმცა ბიზნესი ისეთი რამეა გადაწყვეტილება თავით უნდა მიიღო და არა გულით. თუ ჩემი ბუღალტრები მეტყვიან, რომ გუნდის ყიდვა ჩემს შემოსავალს გაზრდის დარწმუნებული იყავით, რომ ვერაფერი შემაჩერებს.

ფლოიდმა კრიშტიანუზეც ისაუბრა და აღნიშნა: „რონალდუ ჩემი მხარდამჭერი და ძველი მეგობარია, ამიტომ სავსებით შესაძლებელია იგი კარიერის ბოლო წლების „ნიუკასლში“ გატარებაზე დავიყოლიო“.

 

სერიოზულად განიხილავს თუ არა „ნიუკასლის“ შეძენას მეივეზერი სადავო საკითხია. ერთი რამ ცხადია, წლევანდელ სეზონში რაფა ბენიტესის გუნდის მთავარი მიზანი პრემიერლიგაში დარჩენაა. 30 ტურის შემდეგ „კაჭკაჭები“ 32 ქულით მე-13 ადგილზე იმყოფებიან. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები