კრუიფი ბლინდის პროგრესით აღფრთოვანებულია
Aa
Aa

კრუიფი ბლინდის პროგრესით აღფრთოვანებულია

ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა საკუთარი თანამემამულის, დეილი ბლინდის შესახებ ისაუბრა. მან ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა და განაცხადა, რომ მისი ბოლოდროინდელი პროგრესით აღფრთოვანებულია.

„ერთადერთი, ვინც ამჟამად ჰოლნდიის ნაკრებში კარგად თამაშობს, ეს დეილი ბლინდია. აღფრთოვანებული ვარ მისი პროგრესით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. კარგი მაგალითია მათთვის, ვისაც ვარჯიშებზე მაღალი ინტენსიურობით უყვარს მუშაობა. გამომდინარე იქიდან, რომ ტაქტიკური და ტექნიკური ვარჯიშები უმრავლესობა გუნდებს მსგავსი აქვთ, ყველაფერი დამოკიდებულია ვარჯიშების დონეზე, ეს სერიოზული საკითხია. ბლინდი უნივერსალია და ეს მისი კიდევ ერთი დიდი პლიუსია. მას შეუძლია თამაში დაცვის მარცხენა ფრთაზე, ცენტრსა და საყრდენის პოზიციაზე. ახალ სეზონში კი, ვან გაალი მას მხოლოდ ცენტრალურ მცველად იყენებს და ალბათ ასეც გაგრძელდება“ - განაცხადა კრუიფმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები