მოურინიო:
Aa
Aa

მოურინიო: "დე ბური პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა - ჟოზე მოურინიომ, "კრისტალ პალასის" ყოფილ თავკაც ფრანკ დე ბურს პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდი მწვრთნელი უწოდა. დე ბურმა "განსაკუთრებული" მარკუს რაშფორდის გამო გააკრიტიკა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო:

"რაღაც გამონათქვამი წავიკითხე, რომელიც პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე ცუდმა მწვრთნელმა თქვა. ფრანკ დე ბური - 7 თამაში, 7 წაგება, 0 გატანილი გოლი.

იგი ამბობდა, რომ არაა კარგი მარკუს რაშფორდს ჩემნაირი მწვრთნელი ჰყავდეს, იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგებაა.

თუკი რაშფორდის მწვრთნელი დე ბური იქნებოდა, იგი წაგებას ისწავლიდა, რადგან მან ყველა თამაში წააგო". - პორტუგალიელმა ეს კომენტარი, "სევილიასთან" წინასამატჩო პრესკონფერენციისას გააკეთა.

მოურინიომ ასევე დაამატა, რომ მისი გუნდი "ჩემპიონთა ლიგის" ფავორიტი არაა, თუმცა ყველაფერი შესაძლებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლ პოგბამ ვარჯიში დღეს განაახლა და ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა ფრანგი ნახევარმცველი მზად "სევილიასთან" სათამაშოდ.

რაც შეეხება მარკუს რაშფორდს, მან პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის 27 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა ძირითადში 14 მათგანი დაიწყო. ახალგაზრდა შემტევმა პრემიერ ლიგის ეგიდით 6 გოლი შეაგდო, ხოლო "ჩემპიონთა ლიგაზე" თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები