Aa
Aa

"მილანი" უილშირის შეძენას ეცდება

ბრიტანული Daily Express-ის ინფორმაციით, "მილანი", ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველ ჯეკ უილშირთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს.

"ჯეკი ბოის" "მეთოფეებთან" კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება და იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო დროს გუნდის ძირითადში მოხვედრა უჭირს, მის გახანგრძლივებას არ აპირებს.

იტალიელებს სურთ, რომ 26 წლის ფეხბურთელი "სან სიროზე" გადაიბირონ, თანაც საამისოდ არანაირი თანხის გაღება არ მოუწევთ. შეგახსენებთ, რომ "როსონერი" უილშირის მიმართ ინტერესს გასულ ზაფხულსაც გამოხატავდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ 15-20 მილიონი ევრო გადაეხადა.

როგორც იტალიური პრესა წერს, ინგლისელი ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვა ყველაზე უფრო სწორედ "როსონერის" უნდა, ხოლო მეორე პლანზე ტურინის "იუვენტუსი" და გენუის "სამპდორია" არიან.

ჯეკ უილშირი "არსენალის" სკოლის აღზრდილია და თითქმის მთელი კარიერა ჩრდილო ლონდონელთა რიგებში აქვს გატარებული - იგი 2009-10 და 2016-17 წლებში იჯარის წესით "ბოლტონსა" და "ბორნმუთშიც" თამაშობდა.

ტექნიკურ ნახევამრცველს პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში 16-ჯერ უთამაშია და აქტივში 1 გოლი აქვს ("ჩელსისთან"), ხოლო 2 მატჩის ჩატარება "არსენალის" სარეზერვო გუნდშიც მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები