ტრავმები და დიდი დანაკლისის საფრთხე -
Aa
Aa

ტრავმები და დიდი დანაკლისის საფრთხე - "პსჟ"-სა და "რეალის" პრობლემები

ხვალ ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მატჩია - "პსჟ" "რეალს" უმასპინძლებს და ორბურთიანი ფორის აღმოფხვრას შეეცდება.

მატჩის წინ, გუნდებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. "რეალს" მართალია მარსელო დაუბრუნდა, მაგრამ ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშაა ლუკა მოდრიჩისა და ტონი კაროოსი საკითხი.

ზიდანმა განაცხადში ორივე მათგანი შეიყვანა, თუმცა მათი ძირითადში მოხვედრის შანსები საკმაოდ მცირეა, რადგან 100%-ით მზად არცერთი არ არის.

რაც შეეხება "პსჟ"-ს, უნაი ემერის ნეიმარის დაკარგვისგან გამოწვეული შოკი ახალმიღებული ჰქონდა, როდესაც მარკინიოსი დაკარგა და ახლა შესაძლოა კილიან მბაპეც მოისაკლისოს.

ახალგაზრდა ფრანგ ფორვარდს ტრავმა აწუხებს და ეს პარიზულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ფრანგული გამოცემების თქმით, ემერი მბაპეს განაცხადში აუცილებლად შეიყვანს და მინიმუმ მეორე ნახევარში მას თამაშში ჩართავს.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და მბაპემ მწყობრში ჩადგომა მოასწროს.

ამ ყველაფერს, პასუხი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის შემდეგ გაეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები