ბაკა: „მილანისთვის“ მაქსიმუმს გავიღებ
Aa
Aa

ბაკა: „მილანისთვის“ მაქსიმუმს გავიღებ

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კარლოს ბაკა მიიჩნევს, რომ მილანურ გრანდში ადაპტაციის პერიოდი კარგად მიმდინარეობს.

„როდესაც მილანში ჩავფრინდი, უკვე კარგ ფორმაში ვიმყოფებოდი. მიუხედავად ამისა, კარგად ვიმუშავეთ მოსამზადებელ ეტაპზე და ახლა თავს კიდევ უფრო კარგად ვგრძნობ. ადაპტაცია პრობლემების გარეშე მიმდინარეობს. მატჩებისთვის მოსამზადებელი პროცესი იტალიაში, განსხვავდება იმისგან, რაც ბელგიასა და ესპანეთში მაქვს ნანახი. ყოველდღე ვცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას, რათა რაც შეიძლება საუკეთესოდ წარმოვაჩინო საკუთარი თავი „მილანში“. ფორვარდი ვალდებულია ყოველთვის გაიტანოს გოლები და ჩემი ვალიც ესაა. ვეცდები „როსონერისთვის“ ჩემი მაქსიმუმი გავიღო“ - განაცხადა კარლოს ბაკამ

შეგახსენებთ, რომ ბაკა „სან სიროზე“ ამ ზაფხულს „სევილიადან“ გადაბარგდა და უკვე მოასწრო სადებიუტო გოლის გატანა „ემპოლისთან“, იტალიის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები