Eurosport: ნეიმარი
Aa
Aa

Eurosport: ნეიმარი "რეალს" არარეალურ ხელფასს სთხოვს

მადრიდის "რეალი" ნეიმარს არ ეშვება და ზაფხულში გადამწყვეტი იერიშის მიტანას გეგმავს.

Eurosport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი, თუ "რეალში" გადასვლას დათანხმდება, მაშინ მისი ყოველწლიური ანაზღაურება 44 მილიონი ფუნტი უნდა იყოს.

ეს რა თქმა უნდა, არარეალური მოთხოვნაა, რადგან ვერცერთი გუნდი ვერ გარისკავს კონკრეტული ფეხბურთელისთვის ამხელა ხელფასის გადახდას.

ასეთი რამ, გუნდში არეულობას გამოიწვევს და თავად მოთამაშეც უდიდესი წნეხის ქვეშ იქნება.

თუ, "რეალს" ნეიმარის შეძენა სურს, მაშინ რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა მოუწევს, რადგან გუნდში სახელფასო ბიუჯეტი გასათავისუფლებელი იქნება.

წყაროს ცნობით, მადრიდელთა ინტერესის სფეროში მუჰამედ სალაჰი და ედენ აზარიც შედიან.

აქვე გეტყვით, რომ "რეალი" "პსჟ"-ს მატჩის შემდეგ, პარიზელთა მფლობელმა ნასერ ალ ხელაიფიმ პრესას განუცხადა, რომ ნეიმარი "რეალში" არ გაიყიდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები