პელეგრინი: დე ბრუინთან ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ
Aa
Aa

პელეგრინი: დე ბრუინთან ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწევთ

"მანჩესტერ სიტის“ მთავარი მწვრთნელი, მანუელ პელეგრინი ძალიან კმაყოფილია კევინ დე ბრუინის ტრანსფერით. მისი განცხადებით, ახალგაზრდა ბელგიელთან ერთად „მანჩესტერ სიტი“ ყველა ტიტულის მოსაგებად იბრძოლებს.

„დე ბრუინის ტრანსფერის გამო, ძალიან მოხარული ვარ. ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ჩვენთან ერთად უდიდეს წარმატებებს მიაღწევს. ჩვენი გუნდის გასაძლიერებლად საჭიროა განსაკუთრებული მოთამაშეები და ვიცი, რომ კევინი ერთ–ერთი მათგანია. მას აქვს ყველაფერი, რათა იყოს ჩვენი პროექტის უცვლელი ნაწილი. ჩვენ ვთამაშობთ შემტევ ფეხბურთს და დე ბრუინის გადმოსვლა გააძლიერებს „მანჩესტერ სიტის“ პოზიციებს ყველა ფრონტზე. მჯერა, რომ მასთან ერთად ჩვენ ყველა ტიტულის მოგება შეგვიძლია, სადაც კი ვასპარეზობთ“ – განაცხადა მანუელ პელეგრინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ ამ ზაფხულს სამი დიდებული ტრანსფერი განახორციელა: ნიკოლას ოტამენდი, რაჰიმ სტერლინგი და კევინ დე ბრუინი. ამ მოთამაშეების სანაცვლოდ „ქალაქელებმა“ 181 მილიონი ევრო გაიღეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები