ვენგერი:
Aa
Aa

ვენგერი: "გრანდები "არსენალის" გამო უარით გავისტუმრე"

ლონდონის "არსენალის" ქომაგების დიდ ნაწილს არსენ ვენგერის დათხოვნა სურს და ამის მიზეზად არადამაკმაყოფილებელ შედეგს ასახელებენ.

"მეთოფეები" ბოლო წლებში მხოლოდ ინგლისის თასზე აღწევენ წარმატებას და ბუნებრივია, ქომაგებს ეს არ მოსწონთ.

არსენ ვენგერმა, მის მიმართ არსებულ აგრესიაზე ისაუბრა და ყველას შეახსენა, რომ ადრე ის გუნდის ერთგული დარჩა, როცა წასვლა მარტივად შეეძლო.

"გაფორმებულ კონტრაქტს პატივს ვცემ და ეს ყოველთვის ასე იყო. ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როცა ევროპული გრანდებიდან შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ ისინი "არსენალის" გამო უარით გავისტუმრე. მე, არსებულ ხელშეკრულებას პატივს ვცემ".

შეგახსენებთ, რომ ფრანგი სპეციალისტი "არსენალს" 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. ვენგერის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2019 წელს ეწურება და როგორც ბრიტანული პრესა ვარაუდობს, "მეთოფეები" ვენგერისთვის ახალი შეთავაზების გაკეთებას არ გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები