ხელშეუხებელნი - ტიტემ მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელი 15 ფეხბურთელი დაასახელა
Aa
Aa

ხელშეუხებელნი - ტიტემ მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელი 15 ფეხბურთელი დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ნაკრებები მალე შემადგენლობებსაც დაასახელებენ.

დღეს, Esporte-მ ბრაზილიის ნაკრების 15 კაციანი სია გამოაქვეყნა. "პენტაკამპეონების" თავკაცმა ტიტემ ის მოთამაშეები დაასახელა, რომლებსაც რუსეთის მუნდიალზე თამაში გარანტირებული აქვთ.

ტიტეს ხელშეუხებელთა სია ასე გამოიყურება: ალისონი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მირანდა, მარსელო, კაზემირო, რენატო აუგუსტო, ფერნანდინიო, პაულინიო, კოუტინიო, ვილიანი, ნეიმარი, გაბრიელ ჟესუსი და რობერტო ფირმინო.

როგორც ჩანს, ბრაზილიის ნაკრების ძირითადი ბირთვი 15 კაცს შეადგენს. ამ მოთამაშეებს ტიტე თვალდახუჭული ენდობა. დარჩენილი 8 ადგილი კი მოგვიანებით შეივსება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები