Aa
Aa

"ჩელსი" კვირის ბოლომდე 2 ტრანსფერს დაადასტურებს

Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" უახლოეს ორ დღეში "რომას" მოთამაშეების ედინ ჯეკოსა და ემერსონ პალმიერის ტრანსფერებს დაადასტურებს.

წყაროს მტკიცებით, მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და მის გაოფიციალურებას უიკენდის ბოლოს ვარაუდობენ.

ბოლო ინფორმაციით, ემერსონის თაობაზე ყველაფერი შეთანხმებულია და დარჩენილია ჯეკოს ტრანსფერის მცირე დეტალები, რომელთა მოგვარებაც პრობლემას არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ედინ ჯეკო რომაელთა ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 116 შეხვედრაში 65 გოლი და 25 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები