Aa
Aa

"ვესტ ჰემი": არის ჟოაო მარიო! - კიდევ ვინ?

ლონდონური „ვესტ ჰემის“ სატრანსფერო პრიორიტეტი ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაა.

„ჩაქუჩებმა“ ერთი შუახაზელი უკვე დაიბევეს და მილანის „ინტერისგან“ ჟოაო მარიოს იჯარით აყვანა შეათანხმეს, რასაც ოფიციალურად დღეს გამოაცხადებენ.

გარდა ამისა, გუნდის ინტერესთა სფეროში ბრიუსელის „ანდერლეხტის“ ახალგაზრდა ფეხბურთელი ლეანდერ დენდონკერი და „ნიუკასლის“ გიჟმაჟი ჰავბეკი ჯონჯო შელვი არიან.

22 წლის დენდონკერის ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება, ხოლო შელვის გადაბირება შედარებით ნაკლებ ფასად იქნება შესაძლებელი.

კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომლის ტრანსფერზეც „ვესტ ჰემი“ აქტიურად მუშაობს, „ფულემის“ ლიდერი ტომ კეირნია.

Skysports-ის თქმით, ლონდონურ კლუბებს შორის ამ საკითხზე კონტაქტი უკვე შედგა და პრემიერ ლიგის წარმომადგენლებმა, „ევროპა ლიგის“ 2010 წლის ფინალისტებს 15 მილიონი ევრო შესთავაზეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები