ფედერერი:
Aa
Aa

ფედერერი: "წაგების შემდეგ ნადალს მივწერე"

კორტზე უმძაფრესი კონკურენციის მიუხედავად, როჯერ ფედერერისა და რაფაელ ნადალის მეგობრობის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება.

ესპანელმა „მატადორმა“ მიმდინარე ავსტრალიის ღია პირველობა 1/4 ფინალში ტრავმის გამო დატოვა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით ფედერერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:

მატჩის დასრულების შემდეგ, საღამოს ნადალს მივწერე, რადგან მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ იგი კარგად იყო.

ჩემთვის რთული ანახავი იყო, როცა მან თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო - რაფა ჩემი მეტოქეა, თუმცა ამავდროულად ჩემი მეგობარი. კარგად ვიცი, რას ნიშნავს, მსგავს სიტუაციაში ყოფნა, ამიტომაც მისი გამხნევება ვცადე“.

როჯერ ფედერერი დიდი სლემის მე-20 ტიტულს უმიზნებს - მისი მთავარი კონკურენტი სწორედ ნადალია, რომლის აქტივშიც 16 მოგებული გრანდ სლემია.

ფედერერი მიმდინარე გათამაშების 1/2 ფინალურ შეხვედრა ხვალ ჩაატარებს და კორეელ ჰიონ ჩუნს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები