Skysports: სერისთვის ბრძოლაში
Aa
Aa

Skysports: სერისთვის ბრძოლაში "იუნაიტედიც" ჩაერთო

ბრიტანული Skysport-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრანგული „ნიცას“ საყრდენ ჟან მიშელ სერის ტრანსფერით ინტერესდება.

26 წლის სერის საკუთარ რიგებში ხილვა ზაფხულში „ბარსელონას“ სურდა და მას მსურველები არც ახლა აკლია.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიომ განაცხადა, მაიკლ კერიკი სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს და „იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება, ხოლო კიდევ ერთ შუახაზელ მარუან ფელაინის კლუბთან ხელშეკრულება 6 თვეში უსრულდება.

ამიტომაც, პორტუგალიელი სპეციალისტის მოთხოვნა ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაა, რაც დარჩენილ რამდენიმე დღესა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „წითელი ეშმაკების“ უმთავრესი ამოცანა იქნება.

„ნიცას“ ხელმძღვანელობა სერის დაახლოებით 35 მილიონ ევროდ აფასებს.

ჟან მიშელ სერი „ნიცას“ შემადგენლობაში 2015 წელს პორტუგალიური „ფერეირადან“ გადავიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები