ობამეიანგმა
Aa
Aa

ობამეიანგმა "დორტმუნდის" ფორმით თამაშზე უარი განაცხადა!..

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „დორტმუნდის“ რიგებში თამაშზე უარი განაცხადა.

„ყვითლების“ მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა მას ბუნდესლიგის მომავალ ტურში „ფრაიბურგთან“ მატჩში მონაწილეობის მიღება სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

დორტმუნდელთა გუშინდელი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, გაბონელმა თავდამსხმელმა შტიოგერისა და კლუბის აღმასრულებელი დირექტორის ჰანს-იოახიმ ვაცკეს მიმართ უპატივცემულობა გამოამჟღავნა და მათ არ დაემშვიდობა.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ ბუნდესლიგაში „დორტმუნდმა“ ობამეიაბგის გარეშე 4 თამაში ჩაატარა და ვერცერთი ვერ მოიგო - გუნდმა ამ შეხვედრათა ჯამში 3 გოლი გაიტანა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგს ლონდონის „არსენალში“ გადასვლა სურს, მაგრამ ჯერჯერობით კლუბები სატრანსფერო ფასზე ვერ თანხმდებიან - გერმანელები 70 მილიონ ევროს ითხოვენ, ხოლო ინგლისელთა წინადადება, დღევანდელი ცნობებით, 55 მილიონი ევროთი შემოიფარგლება.

გარდა ამისა, შესაძლოა, „მეთოფეებმა“ გარიგებაში ოლივიე ჟირუ ჩართონ და იგი „დორტმუნდს“ ობამეიანგის შემცვლელად შესთავაზონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები