TOP 20 - რომელმა კლუბმა რამდენი გამოიმუშავა 2016-2017 წლებში
Deloitte Football Money League ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბების 20-ეულს აქვეყნებს.
მსოფლიოში ყველაზე მაღალშემოსავლიანი საფეხბურთო კლუბის წოდება წელს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოიპოვა. Deloitte Football Money League-ის მიხედვით მეორე ადგილი მადრიდის „რეალმა“ დაიკავა, რომელიც „წითელ ეშმაკებს“ წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლებით, ისტორიაში ყველაზე მცირე სხვაობით ჩამორჩა. „იუნაიტედმა“ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბის წოდება მეათედ მიიღო. Deloitte Football Money League-ის მონაცემებით მანჩესტერულმა გრანდმა 2016-2017 წლის სეზონზე 676.3 მლნ ევრო (827.25 მლნ $) გამოიმუშავა, რაც მადრიდის „რეალის“ მიერ მიღებულ შემოსავლებზე 1.7 მლნ ევროთი მეტია.
მესამე ადგილი კატალონიურმა „ბარსელონამ“ დაიკავა, რომელმაც 648.3 მლნ ევრო გამოიმუშავა.
2016-2017 წლის საფეხბურთო სეზონი შემოსავლების მიხედვით რეკორდული აღმოჩნდა, რადგან საუკეთესო 20-ეულის საერთო შემოსავალმა 7.9 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა მონაცემებთან შედარებით 6%-ით მეტია.
საუკეთესო 20 მაღალშემოსავლიან კლუბს შორის 10 ინგლისური გუნდია, რაც მაუწყებლობის უფლებებში შესულმა ცვლილებებმა გამოიწვია.
დარჩენილი 10-დან კი 3 ესპანური, 3 გერმანული, 3 იტალიური და 1 ფრანგული კლუბია.
აღსანიშნავია ინგლისის პრემიერ ლიგის ყოფილი ჩემპიონების, „ლესტერის“ მონაცემებიც, რომელიც შარშანდელთან შედარებით 6 პოზიციით დაწინაურდა. გასულ წელს „ლესტერმა“ მეოცე ადგილი დაიკავა, წელს კი მე-14.
საუკეთესო 20-ეულში ისტორიაში პირველად მოხვდა „საუთჰემპტონი“, რომელმაც მე-18 ადგილი დაიკავა.
საუკეთესო 20-ეული კი ასე გამოიყურება:
#20 „ევერტონი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 199,2 მლნ
#19 „ნაპოლი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 200,7 მლნ
#18 „საუთჰემპტონი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 212,1 მლნ
#17 „ვესტ ჰემი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 213,3 მლნ
#16 „შალკე“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 230,2 მლნ
#15 „ინტერი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 262,1 მლნ
#14 „ლესტერი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 271,1 მლნ
#13 მადრიდის „ატლეტიკო“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 272,5 მლნ
#12 „დორტმუნდი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 332,6 მლნ
#11 „ტოტენჰემი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 355,6 მლნ
#10 „იუვენტუსი“
2016-2017 წწ. შემოსავალი - € 405,7 მლნ
#9 „ლივერპული“