დიდი შანსია, ვიდეო რეფერის სისტემა წლევანდელ მუნდიალზე გამოიყენონ...
Aa
Aa

დიდი შანსია, ვიდეო რეფერის სისტემა წლევანდელ მუნდიალზე გამოიყენონ...

გუშინ საღამოს ფიფაში დაადასტურეს, რომ დიდი შანსია, ზაფხულში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ვიდეო რეფერის სისტემას გამოიყენებენ.

თუკი ასე მოხდა, რუსეთში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი პირველი იქნება, რომელიც აღნიშნული სისტემის თანხლებით ჩაივლის.

როგორც ირკვევა, ფიფა ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური სხდომის გამართვას 2 მარტს გეგმავს, რომლის შედეგადაც ყველაფერი ოფიციალურად გამოცხადდება.

აღსანიშნავია, რომ ვიდეო რეფერის სისტემა უკვე 804 საფეხბურთო მატჩში გამოიყენეს და სტატისტიკის თანახმად, მისი დახმარებით მიღებულ გადაწყვეტილებათა 98.9% ზუსტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები