Aa
Aa

"ინტერი" სტარიჯის იჯარაზე მუშაობს

მილანის „ინტერი“ ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე რამდენიმე მოთამაშის დამატებას აპირებს.

ლისანდრო ლოპესის „ბენფიკადან“ გადაყვანის შემდეგ, „ნერაძური“ დანიელ სტარიჯის ტრანსფერზე მუშაობს.

აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport Italia ავრცელებს, რომელიც ამბობს, რომ „ლივერპული“ სტარიჯის სანაცვლოდ 34 მილიონ ევროს ახლავე ითხოვს, ხოლო იტალიელებს ფეხბურთელის იჯარით აყვანა და მისი ზაფხულში გამოსყიდვა სურთ.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს და უახლოეს დღეებში ახალ ცნობებს უნდა ველოდოთ.

დანიელ სტარიჯს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები