რა ამბავია?! - ინაკი უილიამსმა
Aa
Aa

რა ამბავია?! - ინაკი უილიამსმა "ბილბაოსთან" კონტრაქტი 7.5 წლით გაახანგრძლივა

ესპანური პრესის ცნობით, ბასკური „ბილბაოს ატლეტიკის“ ახალგაზრდა შემტევმა - ინაკი უილიამსმა, კლუბთან ხელშეკრულება 7.5 წლით გაახანგრძლივა.

უილიამსის კონტრაქტი თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივია. შედარებისთვის შეგვიძლია საულ ნიგესი ვახსენოთ, რომელსაც მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გაფორმებული შეთანხმების შედეგად, უილიამსი „ელ კათედრალზე“ 2025 წლის ივნისამდე უნდა დარჩეს, ხოლო ამ დროის განმავლობაში მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.

23 წლის ფეხბურთელს რამდენიმე ევროპული გრანდი აკვირდება, რომელთაც მონდომების შემთხვევაში, არც გამოსასყიდი თანხის გადახდა გაუჭირდებათ - ბასკების გათვლაც, ალბათ სწორედ ამას უკავშირდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები