უოლკოტი:
Aa
Aa

უოლკოტი: "ევერტონში" გადასვლამდე რუნისთან დიდი ხნის მიმოწერა მქონდა"

ტეო უოლკოტი ამბობს, რომ მის „ევერტონში“ გადასვლაში დიდი როლი უეინ რუნის ფაქტორმა ითამაშა.

„სანამ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი, უეინთან დიდი ხნის მიმოწერა მქონდა. მინდა ვთქვა, რომ საბოლოო არჩევანი მისი დახმარებით გავაკეთე.

რუნიმ მითხრა, რომ ეს ფეხბურთის სათამაშოდ შესანიშნავი ადგილია და „ევერტონი“ არის კლუბი, რომელიც განვითარებაზე ფიქრობს.

ჩემის მხრივ ვიცი, რომ „ევერტონი“ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის გუნდია, შესანიშნავი ფანებითა და დადებითი შიდა ატმოსფეროთი“

რუნი და უოლკოტი წლების მანძილზე ნაკრებში ერთად მოდიან და ერთმანეთთან მეგობრული დამოკიდებულება აქვთ.

ტეო უოლკოტმა „კანფეტებთან“ 3.5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები