Aa
Aa

"ჩელსიმ" ანტირეკორდი დაამყარა!

პრემიერლიგის 23-ე ტურში ლონდონის "ჩელსიმ" შინ "ლესტერთან" ფრედ (0-0) ითამაშა და მორიგი ქულები დაკარგა.

ანტონიო კონტეს გუნდმა გუშინდელი მატჩის შემდეგ ანტირეკორდი დაამყარა.

"არისტოკრატთა" ისტორიაში არასდროს მომხდარა, რომ მათ ზედიზედ სამჯერ 0-0 ეთამაშოთ.

"ჩელსიმ" ასოციაციის თასზე "ნორვიჩთან", შემდეგ ინგლისის ლიგის თასზე "არსენალთან" და გუშინ პრემიერლიგაში "ლესტერთან" - ზედიზედ 3-ჯერ 0-0.

"ლურჯები" სულ უფრო საშინელ ფეხბურთს აჩვენებენ და ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლაში საფრთხეს იქმნიან.

ამ წუთისთვის კონტეს გუნდს 47 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-3 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები