Aa
Aa

"ჩელსის" დენის სუარესის შეძენა სურს

Daily Star-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" "ბარსელონას" ესპანელი ნახევარმცველის დენის სუარესის გადაბირება სურს.

"არისტოკრატებს" მალე მიჩი ბაჩუაი დატოვებს. მათ კი ბელგიელის შემცვლელად სწორედ სუარესი სურთ.

დენისს "ბარსაში" სათამაშო პრაქტიკა მცირე აქვს. კოუტინიოს მისვლის შემდეგ კი ის საერთოდ არ ექნება.

წყაროს ცნობით, კონტე ტრანსფერით პირადად ინტერესდება.

შეგახსენებთ, რომ 24 წლის დენის სუარესი "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია და ის კლუბს შარშან დაუბრუნდა. მის ანგარიშზე 52 შეხვედრაში 6 გოლი და 11 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები