სებალიოსი
Aa
Aa

სებალიოსი "იუვენტუსს" უახლოვდება

Tuttosport-ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „რეალის“ ესპანელ ნახევარმცველს დანი სებალიოსს მალე გაიფორმებს.

წყაროს მტკიცებით, 21 წლის ნახევარმცველი სამეფო კლუბში თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით ძალიან უკმაყოფილოა და გუნდის შეცვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი.

თავის მხრივ, „იუვეს“ შემადგენლობის გადახალისება სურს. „ბებერ ქალბატონს“ სამი ხედირა ტოვებს და მასიმილიანო ალეგრის მისი შემცვლელის დაბევება სურს.

შეგახსენებთ, რომ დანი სებალიოსი „რეალს“ 2017 წლის ზაფხულში შეუერთდა. ესპანელს ასევე „ბარსელონაც“ ეპატიჟებოდა, თუმცა მან არჩევანი დედაქალქურ კლუბზე შეაჩერა, რომლის შემადგენლობაშიც მთელი პირველი წრის განმავლობაში 15 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები